დაგვირეკეთ: +995 577 14 17 14
სააქციო საზოგადოება „მეტრო ავრასია ჯორჯია“ დაფუძნდა 2010 წელს საქართველოში.
მუდმივად მზარდი „მეტრო ავრასია ჯორჯია“ დღეისათვის 17 დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს.
მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია გაიგეთ მეტი

ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია

მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია

სააქციო საზოგადოება „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. კომპანიის პირველი საინვესტიციო ნაბიჯი, რამაც 14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იყო თანამედროვე საერთაშორისო ავტოსადგური ბათუმში, რასაც მოჰყვა ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა მაღალი დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრო სითი“ და 20 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი ფორუმი“, საქართველოში უდიდესი 455 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“, 101 ნომრიანი სასტუმრო „სქაი თაუერი“, სკოლის შენობა, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,მეტრო სითი ლეგენდა“, რომელიც არის ,,მეტრო სითი“-ს გაგრძელება. მასში შედის   278 აპარტამენტი, 180 აპარტოტელი და 400 სასტუმრო ნომერი.

კომპანიის მშენებარე პროექტებიდან აღსანიშნავია სასტუმრო „მეტრო ეიფორია გოდერძი“ მდებარე გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე და სავაჭრო ცენტრი ,,ჟასმინი“, რომლის შენობაც არის ისტორიული ძეგლი და უტარდება რეკონსტრუქცია.  კომპანია სხვა ფართომასშტაბიან პროექტებსა და მიღებული მოგების რეინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება საინვესტიციო არეალის გაზრდა თბილისის მიმართულებით.

განვლილი ათი წლის მანძილზე კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფინანსურად. 2020 წლისთვის „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთ“-ის შვილობილი კომპანიების რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის სეწესდებო კაპიტალმა 500 მილიონი ლარი შეადგინა.

მრავალფეროვანია კომპანიის ბიზნეს-სპექტრი: სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, კარგო-სერვისი (გზავნილები), ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, კომერციული ფართების იჯარით გაცემა, სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზაცია, კვების პროდუქტები, მედიცინა და სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესი.

ქველმოქმედება და კეთილი საქმე პრიორიტეტულია კომპანიისა და მისი დამფუძნებლისათვის. 2014-2017 წლებში კომპანიამ ოთხჯერადად, ჯამში 2 100 000 ლარის დონაცია განახორციელა სამთავრობო სოლიდარობის ფონდში - „სიკეთე გადამდებია“, რომელიც ახორციელებს ლეიკემიით დავადებული 22 წლამდე ახალგაზრდებისა და ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას. გაწეულმა ქველმოქმედებამ ფონდის მთლიანი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი შეადგინა.

ბორჯომის ხეობის აღსადგენად კომპანიამ საქველმოქმოდო ფონდს 500 000 ლარი გადაურიცხა.

სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში. პროექტების დასრულების შემდგომ ეს რიცხვი 3000-ს მიაღწევს.

2016 წელს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი მასშტაბური პროექტის „Check in Georgia”-ს ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი. პროექტის მხარდასაჭერად კომპანიამ 2016 წელს 1 000 000 ლარი, ხოლო 2017 წელს 500 000 ლარი გაიღო.

ამ გვარად კომპანია სს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ აქტიურად ერთვება ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში.

56

კომპანია

4894

თანამშრომელი

4

მიმდინარე პროექტი